- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 25 მარტი 2016 12:17
22 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსმა ნუგზარ ბოლქვაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გამგებელი ადგილზე გაეცნო ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს. დაავალა შემსრულებლებს, შეეცედონ მოქალაქეებს ხელი არ შეეშალოს აღნიშნული სამუშაოების ჩატარების დროს და ყველაფერი გაკეთდეს მათი მოთხოვნების შესაბამისად.
ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ქალაქში არსებული ყველა დასასვენებელი პარკი და ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ტროტუარები კეთილმოეწყობა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს.
