17 | 12 | 2018

გამგებელი ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
მოქალაქეთა მოთხოვნაა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საყანე ფართობების შეღობვა მოხდეს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია და დამოუკიდებლად ამის მოგვარებას ვერ შეძლებენ. ასევე მათ მოახლოებული ხვნა-თესვის კამპანიასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვები მუნიციპალიტეტის გამგებელს. ბატონმა ზაზამ ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მათ მიერ დაყენებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, მთავარია მოსახლეობა კმაყოფილი იყოს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია