11 | 12 | 2018

თეატრის საერთაშორისო დღე წულაძის სახელობის მუზეუმში აღინიშნა

27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
მუზეუმის თანამშრომელმა მანანა ჯაფარიძემ ამ დღესთან დაკავშირებით ისაუბრა და სიტყვა გადასცა ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით წერეთელს (ლაშა ბუღაძის პიესის „ნაფტალინის“ რეჟისორი). ახალგაზრდა რეჟისორმა ასევე ახალგაზრდულ დასზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს საშუალება მიეცემა მცირე სცენისა და თოჯინების მეშვეობით „სამი გოჭის“ ზღაპარი იხილონ. შემდეგ კი თოჯინებში გაცოცხლებული ზღაპრის გმირები დიდ სცენაზე გადაინაცვლებენ... ბატონი დავითის განცხადებით, რომ არა მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძისა და ცენტრის ხელმძღვანელის, ადელინა კილაძის მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ვერც „ნაფტალინებს“ იხილავდა ლანჩხუთელი მაყურებელი და ვერც სამომავლო გეგმებს დასახვადნენ.
თეატრის დღესთან დაკავშირებით ასევე რეჟისორმა გრიგოლ ჯაფარიძემ და მხატვარმა შოთა ჭყონიამ ისაუბრეს. 
საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა, რომელსაც გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ებრალიძე და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია