11 | 12 | 2018

შეხვედრა ფერმერებთან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლესაში,სუფსასა და ღრმაღელეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კორდინაციის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით შეხვედრები ფერმერებთან გამართეს.
კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თხილის და ციტრუსის აგროტექნიკაზე, თანამედროვე ჯიშებზე, მავნებელ- დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ვეტერინარიის საკითხებზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების გაუმჯობესებასა და საკვებწარმოებაზე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია