15 | 12 | 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

25 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო საკრებულოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. საკითხი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. 
მომხსენებლის განამრტებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის N1381 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე გაფორმებული მრავალწლიანი პროექტების ხელშეკრულების თანახმად 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%-ს დაკავებული იქნა საგარანტიო თანხა 93539 ლარი და 50 თეთრი სამუშაოების დასრულებამდე,ვინაიდან სამუშაოები სრულდება მიმდინარე წელს დაკავებული თანხა უნდა მიიმართოს 2016 წლის ბიუჯეტში ხარჯვით ნაწილში 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის ხარჯზე.
2016 წლის 26 თებერვლის N107 დადგენილებით საქართველოს ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. მე-3 მუხლის გ- ბ პუნქტის თანახმად ფეხბურთის მხარდაჭერისათვის გათვალისწინებული თანხიდან 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი მიიმართოს ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში. 
საკრებულომ მიიღო დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ .
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულების პროექტი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ( ქ. ლანჩხუთი, ს. მგელაძის ქ. N16-ში მდებარე 52456.00.კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) (ს/კ 27.06.48.013.)) განმეორებითი საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის შესახებ“. საკითხი გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. მომხსენებლის განამრტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადდება ხელახალი აუქციონი, ვინაიდან 2-ჯერ პრეტენდენტთა არარსებობის გამო ჩაიშალა. საწყისი საფასური კი შემცირდება. 
საკრებულომ მიიღო დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ . როგორც მომხსენებელმა, რომან ბიწაძემ აღნიშნა, აღნიშნული დაარეგულირებს გამგეობასა და საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს.
სხდომაზე ასევე დაამტკიცეს განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ .
საკითხი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტერქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ წარმოადგინა. აღნიშნულ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია