11 | 12 | 2018

ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა

24 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა იმ მოქალაქეების განცხადებები განიხილა, რომლებმაც კომისიას საკუთრების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
წარმოდგენილი საბუთებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე 12 შემოსული განცხადებიდან კომისიამ ექვსი განაცხადი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ერთ მოქალაქეს, ხარვეზი დაუდგინდა ორ განაცხადს, ხოლო სამზე ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია