19 | 12 | 2018

ფრაქცია ,,მაჟორიტარების“ სხდომა გაიმართა

24 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,მაჟორიტარების“ სხდომა გაიმართა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.
ფრაქციამ განიხილა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს დაარეგულირებს.
სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. როგორც აღინიშნა წარმოდგენილი წესი მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ნორმებს შეიცავს, რომლის მიღება დაარეგულირებს მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესებს და ასევე გადაჭრის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის პრობლემურ საკითხებს.
ფრაქციამ განიხილა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის 2016 წლის საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების შესახებ“. ფრაქციის განცხადებით, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია