11 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

23 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა განიხილეს.
კომისიამ განიხილა დადგენილების პროექტი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. როგორც აღინიშნა წარმოდგენილი წესი მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ნორმებს შეიცავს, რომლის მიღება ასევე დაარეგულირებს მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესებს. 
სხდომაზე, ამავე კომისიის მიერ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის“, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ მონიტორინგის შედეგები განიხელეს.
აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და კომისიის წევრებმა გასულ კვირას ა(ა)იპიებში მონიტორინგი პრობლემების კვლევისა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით განახორციელეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია