დასრულდა ნინოშვილის მუზეუმში ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 29 მარტი 2016 11:33

ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ეგნატე ნინოშვილის მუზეუმში ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ შესაბამის სამსახურებთან ერთად დაათვალიერეს ჩატარებული სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 21 826 ლარს შეადგენდა. სამუშაოები შპს "მშენებელმა" შეასრულა.
ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს მადლობა გადაუხადეს ჩატარებული სამუშაოების გამო.
ადმინისტრაციული შენობა წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო.