15 | 12 | 2018

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის "ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა

"საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი" გრძელდება. ამჯერად სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად ლანჩხუთში იმყოფებოდა.
ინტელექტ-შეჯიბრს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული დასის წევრმა კორნელი კუკულაძემ ლექსი წაიკითხა. ანსამბლმა „მხედრებმა“ კარგი, გურული კრიმანჭული შეასრულეს.
შეჯიბრი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებს სიგელები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ და გამგეობის სოციალური, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა გადასცა. თავის მხრივ დიპლომი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც მიიღო.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა შეჯიბრი „ეტალონი მოსწვალის“ გამოსავლენად. საბოლოოდ გამარჯვება ჭანჭათის საჯარო (საბაზო) სკოლის მოსწავლე სოფიო ნაკაშიძემ მოიპოვა. მეორე ადგილზე მამათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ჩხაიძე, ხოლო მესამეზე აცანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ნიკოლაიშვილი გავიდა. გამარჯვებულ სამეულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მობილური ტელეფონები გადასცა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია