15 | 12 | 2018

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად

ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, თითქოსდა ქალაქის იერსახე ზიანდება და მნიშვნელოვანი ღირებულება ფუჭდება. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ და სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით აღვნიშნოთ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში მოპირკეთებული კედლები მწყობრიდან იყო გამოსული, ადგილ-ადგილ ცვიოდა საამშენებლო მასალა. დაშლის პერიოდში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თუ როგორ იყო დაზიანებული ბეტონის კედელი. რაც შეეხება შადრევანს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ ძვირი დაჯდა, ის ამორტიზებული იყო და არ ფუნქციონირებდა. არაერთხელ ვცადეთ მისი შეკეთება, თუმცა შედეგი არ გამოიღო. როცა შადრევანის დაცლა იყო საჭირო, მიმდებარე ტერიტორია და მოსახლეობა იტბორებოდა, რაც მოქალაქეების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. ესეც რომ არ იყოს, ის ფაქტი, რომ სიახლის შეტანას ვცდილობთ ქალაქის იერსახის განვითარებაში, ცუდი არაა. არც ის უნდა იყოს ცუდი, ქალაქის ცენტრალურ პარკში სკამები და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი და გასართობი ადგილი თუ განახლდება. ვფიქრობთ, ლანჩხუთელებს ნამდვილად მოეწონებათ „ბიბლუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამოცვენილი ქვაფენილი თუ შეიცვლება და კიდევ ბევრი რამ. მათ შორის შადრევანიც, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად გაკეთდება. ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა განიხილეს და უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.
ასე რომ, „გულშემატკივრებო“, არაფერი ფუჭდება, კეთდება და ამაზე ნუ ინერვიულებთ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია