11 | 12 | 2018

მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩოჩხათის მოსახლეობას შეხვდა

30 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
„- მოხარული ვართ, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არის ხარვეზები, რომლებიც გვინდა, რომ დროულად აღმოიფხვრას“_შეხვედრაზე განაცხადეს ჩოჩხათელებმა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ბრძანა, ყველა ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდება მშენებელი კომპანია აუცილებლად გაასწორებს. თუ ასე არ მოხდა, ჩატარებულ სამუშაოებს არავინ ჩაიბარებს.
თავის მხრივ შემსრულებელი ფირმის წარმომადგენლებაც გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ სველი გრუნტის გამო დაიწია ასფალტის საფარმა და ალაგ-ალაგ დაზიანებები გაჩნდა, რაც აუცილებლად აღმოიფხვრება. ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ასევე გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის მოთხოვნა და სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემზღუდავი ნიშნები დამაგრდება. 
სამუშაოებს საამშენებლო ფირმა „სამკუთხედი“ ასრულებს, რისთვისაც 3 000 000 ლარია გამოყოფილი. პროექტი გარდამავალია, 2015 წელს დაიწყო და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. სულ კეთდება 11 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, სამუშაოები 4 კილომეტრზე უკვე შესრულებულია.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია