17 | 12 | 2018

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა

4 აპრილს სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დასრულდა აცანა, აკეთი, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის შეკეთების სამუშაოების შესყიდვების მიზნით გამოცხადებული ტენდერი. გაფორმდა ხელშეკრულება „ვლად ნეფტ პროდუქტის“ წარმომადგენლობასთან საქართველოში.
გვიმბალაურში, მაჩხვარეთსა და ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულებში გზის შეკეთების სამუშაოების შესყიდვების მიზნით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. მონაწილე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიეცა. აღნიშნულ სამუშაოებზე შესყიდვის მიზნით ტენდერი განმეორებით გამოცხადდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია