11 | 12 | 2018

მაჩხვარეთის სააღმზრდელო ცენტრში ზღაპარ-მიუზიკლი „სოფლის მაშენებლები“ დაიდგა

5 აპრილს მაჩხვარეთის სააღმზრდელო ცენტრში ზღაპარ-მიუზიკლი „სოფლის მაშენებლები“ დაიდგა.
პატარებმა ცნობილი ქართული მულტფილმის გმირები განასახიერეს. მიუზიკლი 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა პედაგოგ ლიკა მორჩილაძის დახმარებით წარმოადგინეს.
როგორც მაჩხვარეთის სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღანელმა თამარ კერესელიძემ განაცხადა: „-დიდიხანიაზღაპარზე ვმუშაობთ. ვეცადეთ ყველა ბავშვი დაკავებულიყო ღონისძიებაში. ვფიქრობთ, კარგი გამოვიდა და ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში“.
მიუზიკლი მუსიკალურად პედაგოგმა ლელა ზენაიშვილმა გააფორმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია