17 | 12 | 2018

ნიგვზიანის სააღმზრდელო ჯგუფს კიდევ ერთი დაემატა

6 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ნიგვზიანის სააღმზრდელო ცენტრში იმყოფებოდა. ცენტრში ახალი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა.
როგორც საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, ჯგუფში 77 აღსაზრდელია. გადავიწყვიტეთ ერთი ჯგუფი დაგვემატებინა, რადგან ორი ჯგუფი აღსაზრდლებს ვეღარ იტევდა. ასევე გავაკეთეთ ახალი სამზარეულო და ინვენტარიც ახალი შევიტანეთ.
საბავშვო ბაღს მედდა ემსახურება, ქალბატონი მაია ეზიეშვილი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ბავშვების ჰიგიენას და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რაც შეეხება მეთოდურ და საგანმანათლებლო მუშაობას, რჩევებსა და მითითებებს პედაგოგები ქალბატონი მანანა ზოიძისაგან იღებენ.
ბატონმა ზაზამ ყველას მიულოცა ახალი ჯგუფის გახსნა და განაცხადა:„-ზაფხულის არდადეგებზე დავიწყებთ ბაღის კოსმეტიკურ რემონტს. რომ პატარებს ახალი სასწავლო წლიდან ლამაზ გარემოში მოუხდეთ სწავლის გაგრძელება.“


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია