- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 08 აპრილი 2016 15:13
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახელეობას შეხვდა. მოქალაქეები ბუნებრივი გაზის შეყვანას ითხოვენ. მათი თქმით, 2010-2011 წლებში სოფელში გაზის შეყვანა დაიწყო, თუმცა ქსელის გაყვანა ბოლომდე არ მოხერხდა. მათი თქმით, თუ სხვა სოფლებში მოხდება პროექტის გაგრძელება შუხუთში აღარ დასრულდება დაწყებული საქმე.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა: „-აკეთსა და აცანაში მხოლოდ პროექტირება მიმდინარეობს. მაქსიმალურად ვეცდები, თქვენთან ერთად, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეს პრობლემა მოვაგვაროთ“.
მოსახლეობამ ბატონ ზაზას მადლობა გადაუხადა, გულისხმიერებისა და მხარდაჭერისათვის.