14 | 12 | 2018

„საქართველოს სინფონიეტა“ ლანჩხუთში

6 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლანჩხუთის კულტურის ცენტრში სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ საგასტროლო ტურნე გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის გამგეობა გახლდათ.
როგორც განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ებრალიძემ განაცხადა, „- საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზი ღონისძიება იყო. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს. ვფიქრობ, ლანჩხუთელმა მსმენელმა კარგი ღონისძიება იხილა და კლასიკური მუსიკის მოსმენით ისიამოვნა. “.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია