14 | 12 | 2018

ლანჩხუთს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე სტუმრობდა


8 აპრილს  გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძესთან ერთად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს ლაშა მოისწრაფიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ლანჩხუთის უბნის ტერიტორიის პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ადგილობრივი მოსახლეობა ეროვნული პარკისათვის ტერიტორიის გადაცემაზე პროტესტს გამოთქვამდა. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს, რომ ტერიტორიაც დაცული იქნება და მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ მიმართულებით სამომავლოდ კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმევა,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ. 
შეხვედრას კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ალექსანდრე ხაბეიშვილი, ამავე ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების სპეციალსიტი გელა ინგოროყვა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია