17 | 12 | 2018

7 აპრილს საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

7 აპრილს ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა.
ფორუმში მონაწილეობდნენ ლატვიის მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ექსპერტები.
აღნიშნულ ფორუმს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის, სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი მამუკა ვადაჭკორია, ეკონომიკის განვითარების მთავარი სპეციალისტი ვახტანგ შალიკაშვილი, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე, ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ფირუზ გუჯაბიძე, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების განყოფილების უფროსი ლ. კილაძე და კოოპერატივ ,,წიქარას“ თავმჯდომარე სერგო იმნაძე ესწრებოდნენ.
გაიმართა ბიზნესსესია, სადაც თემატური მიმართულებები იყო: საზოგადოებრივი ეკოლოგიური ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება ლატვიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ლატვიაში და სხვა საკითხები სოფლის მეურნეობის სფეროში.
ფორუმის მიმდინარეობის პროცესში განიხილეს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ქალაქებს შორის დაძმობილების კუთხით სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებიდან განსხვავებით, ოთხივე მიმართულებით ჩართული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
ფორუმმა ნაყოფიერ სამუშაო გარემოში ჩაიარა. დაისახა სამომავლო გეგმები და და ამ გეგმების განვითარების გზები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია