17 | 12 | 2018

შეხვედრა არასწორი ინტერპრეტაციით შუქდება

„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე  შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი შეხვედრა არასწორი ინტერპრეტაციით შუქდება. გვინდა განვმარტოთ, მოსახლეობის ერთი ნაწილი რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა, სადაც ბატონმა ზაზამ თავად შესთავაზა, რომ სოფლის მოსახლეობასაც შეხვდებოდა. იმის გამო რომ 8 აპრილს დაინიშნა საატესტაციო კომისიის სხდომა, ეცნობა გამგებლის წარმომადგენელს ბატონ დავით ფირცხალაიშვილს, რომ შეხვდრა 13 საათსა და 30 წუთზე შედგებოდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე დღეს შუხუთში ზუსტად ორის ნახევარზე იმყოფებოდა. 
ახლა რაც შეეხება კახა ასკურავას ბრალდებას, ბატონი კახა რატომ არ საუბრობს იმ ფაქტზე თუ რატომ აღმოჩნდა ამ სოფლის მოსახლეობა ასეთ დღეში? თავიდანვე რატომ არ გაჰყვა ცენტრალურ მაგისტრალს გაზის მილი, რატომ მოხდა გაზის შეყვანა სხვადასხვა უბნებში?! ალბათ, ამ საკითხით საჭირო ინსტანციები დაინტერესდებიან. დღეს მოსახლეობა სწორედ იმ ხელისუფლების არასწორი მოქმედების გამო არიან ჩავარდნილი ასეთ დღეში. რაც შეეხება გვიმბალაურს, ამ საკითხის გადაჭრა ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა და „ოცნების მაღალჩინოსანთა ინტერესი“ აქ არაფერ შუაშია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია