11 | 12 | 2018

ფრაქციის სხდომა გაიმართა

12 აპრილს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" სხდომა გაიმართა.
ფრაქციამ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . აღნიშნულის შესახებ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. ფრაქციაზე მსჯელობის საგნი იყო ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილების საკითხი, სადაც საუბარია, რომ 2016 წლის 26 თებერვლის N107 დადგენილებით საქართველოს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. მე-3 მუხლის გ- ბ პუნქტის თანახმად ფეხბურთის მხარდაჭერისათვის გათვალისწინებული თანხიდან 2016 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი უნდა მიიმართოს ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში.

საკითხის ირგვლივ განმარტებები გააკეთეს ასევე გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ და საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ფინანსურმა დირექტორმა თენგიზ კიკვაძე.
ფრაქციის სხდომაზე განხილული იქნა ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ვახტანგ ზენაიშვილის წერილი სტალინის ბიუსტის დემონტჟის თაობაზე. აღნიშნული ინიციატივა ფრაქციის წევრებმა მოიწონეს.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია