10 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომა გაიმართა

13 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს საკითხი, სტალინის ბიუსტის აღების თაობაზე.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, კახაბერ გუჯაბიძემ განაცხადა, ის არ არის ზოგადად ძეგლების დადგმის მომხრე, თუმცა სტალინის ბიუსტის აღება უფროს თაობას გაანაწყენებს. ,,პირველ რიგში, მე ქართული ეკლესიის აზრს ვიზიარებ, სადაც ძეგლები და ბიუსტები არაკანონიკურად არის შეფასებული. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ რომ თავშეკავება გვმართებს. თუ იმ დროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადამიანთა ჯგუფს თუ ორგანიზაციას აღნიშნული ბიუსტის დადგმის ნება დართო, არ უნდა შეურაცხვყოთ იმ ხანდაზმული, საპატივცემულო, ნაბრძოლი ადამიანების უფლებები“, განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. 
ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხვა ბევრად აქტუალური თემები არსებობს: ,,უმჯობესი იქნება, რომ ყველამ ერთად ქალაქის ცენტრში მოხსნილი ჯვარი დავაბრუნოთ პირვანდელ ადგილას და ამის შემდეგ კი ვიფიქროთ იმავე ქალაქის ცენტრში ისტორიული ტაძრის აღდგენაზე“. 
ფრაქცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია