15 | 12 | 2018

შუხუთელების პრობლემა გაზთან დაკავშირებით მოგვარებულია

8 აპრილს შუხუთის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე შეხვდა. ისინი გაზის შეყვანას ითხოვდნენ. ზაზა ურუშაძე დაჰპირდა ადგილობრივებს, რომ ეს საკითხი 10 დღეში მოგვარდებოდა. ენერგეტიკის სამინისტროსა და „სოკართან“ დაკავშირების შემდეგ გადაწყდა, რომ შუხუთელების პრობლემა გაზთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მოგვარდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და ადგილობრივები გამგებელს მადლობას უხდიან ასეთი ოპერატიულობისათვის. 
დღეს უკვე ლანჩხუთში შპს „სოკარ-ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიშვილი იმყოფებოდა. ის თანამშრომლებთან ერთად თავდაპირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს შეხვდა.
ბატონმა ვახტანგმა გამგებელს გააცნო პროექტის გეგმა, რომლის განხორცილებაც უახლოეს დღეებში დაიწყება.
მოგვიანებით ბატონი ზაზა სტუმრებთან ერთად შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია