11 | 12 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა დასრულდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით ოლიმპიადა დასრულდა.
ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში ჩატარდა (მხიარული სტარტები, ფრენბურთი, ხელბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი და კროსი (გეზრბენი).
სასკოლო ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. გამოვლინდა 104 გამარჯვებული. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ყველა გამარჯვებულს სპორტული ფორმები გადასცა.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
გამარჯვებულები რეგიონის პირველობისათვის იბრძოლებენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია