11 | 12 | 2018

გამგებელი მოსახლეობას შეხვდა

18 აპრილს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გზა, წყალი და გაზი. მისივე თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებით გადაწყვეტილია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია გვიმბალაურის მოსახლეობისთვის.
სოფელ ჯუნეწერში დასრულდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების გაყვანა. დაგეგმილია წმ.ლაზარეს ეკლესიასთან რკინა ბეტონის გზის გაგრძელება.
მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად წყლის საკითხი დააყენა, ასევე მოითხოვეს სათავო ნაგებობაზე სამუშაოების დამთავრება.
ბატონმა ზაზამ ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მათ მიერ დაყენებულ ყველა საკითხს მხარდაჭერა აღუთქვა.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია