11 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძე ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

20 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მოისიმინა მოქალაქეების პრობლემა, რაც მათ აწუხებდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, თანაშემწე სოფიო ჩხაიძე, ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ფაცურია და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, გამგებლის წარმომადგენელი ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში იოსებ გოგიჩაიშვილი და საკრებულოს დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე.
- ხელისუფლების მიზანია ყურადღება მიექცეს შეჭირვებულ ოჯახებს, რათა მათ ყოფა შევუმსუბუქოთ. მაისის დასაწყისში თქვენს სოფელში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც გარდამავალი პროექტია და ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდება- აღნიშნა გამგებელმა. ადგილობრივებმა მადლობა გამოუცხადეს მუნიციპალიტეტის გამგებელს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
მოსახლეობა მადლიერებას გამოთქვამს ლესის სააღმზრდელო ჯგუფის ხელმძღვანელის თამარ ჟორდანიას მიმართ.
ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში 2013 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 48 913 ლარი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში 214 921 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 50 443 ლარი, 2015 წელს ამავე პროგრამის ფარგლებში 50 180 ლარია დახარჯული.
სტიქიის შედეგად 2015 წელს ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში დახარჯულია 119626 ლარი.
ღნიშნული პროექტების ფარგლებში გაკეთდა: სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, გაიწმინდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ხიდები და მილხიდები, გაკეთდა გარე განათებები და ა.შ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია