11 | 12 | 2018

საბავშვო ბაღის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის პედაგოგებისა და აღმზრდელებისათვის უკვე მეოთხე დღეა ტრენინგ-სემინარები ტარდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძისა და ცენტრის ხელმძღანელის დავით წულაძის ინიციატივით, გადამზადებისა და სემინარების ეროვნული ცენტრის მოწვევა სასწავლო წლის დასაწყისშივე იყო განსაზღვრული.
დღეს ბატონი ზაზა გადამზადებისა და სემინარების ეროვნული ცენტრის ტრენერს თეონა ქემაშვილს შეხვდა. დაესწო სწავლების პროცესს და ესაუბრა მას.
პედაგოგები რჩევებს და თანამედროვე სწავლების მეთოდებს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და თემატური სწავლების მეთოდისტთან ერთად ეცნობიან. 
ქალბატონი თეონას განცხადებით, ყველაზე ახალ და თანამედროვე საკითხებს განვიხილავთ და დავამუშავებთ. ჩვენ შევარჩიეთ 66 შეკითხვა, რომლებსაც ტრენინგების დასასრულ ჩვენი პედაგოგები და აღმზრდელები პასუხებს გასცემენ.
_„მთვარია ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა, აღიზარდოს ნორმალურ პირობებში, ნორმალურ გარემოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აღნიშნული საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი აუცილებელია და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც გავაგრძელებთ.“_ განაცხადა გამგებელმა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, ტრენინგ-სემინარები პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგისთვის ჩატარდება. მაისის ბოლოს დამხმარე პერსონალი გაივლის გადამზადებას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია