11 | 12 | 2018

დღეის მდგომარეობით მოხნულია 1130 ჰა. მიწის ფართობია დახნული

21 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ბატონმა ნუგზარ ცინცაძემ, რომელსაც ესწრებოდნენ შ.პ.ს „მექანიზატორის „ ოზურგეთის სერვის ცენტრის “ ხელმძღვანელი ბესარიონ გოგიტიძე და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე განიხილეს ნიადაგის ხვნასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. დადგინდა ტექნიკის განაწილების გრაფიკი .
დღეის მდგომარეობით მოხნულია 1130 ჰა. მიწის ფართობი.
ხვნა გრძელდება და როგორც ბატონმა გოგიტიძემ განაცხადა, ამ დღეებში კიდევ დაემატება ტექნიკა. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია