14 | 12 | 2018

2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა

21 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის საჯარო განიხილვა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილი, რომელსაც მოწვეული ჰყავდა მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებიდან გამგებლის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ა(ა)იპი-ების ხელმძღვანელები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები. 
როგორც განხილვაზე ითქვა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2015 წელს მობილიზებულია სულ შემოსავლები საგადასახადო, არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებიდან 2384.4 ათასი ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 102.4 %- ით. ყველა ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა აღებული-შესრულებულია. 
რაც შეეხება შ.პ.ს ,,FINANCIAL EXPERETS CORPORATION”-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ დასკვნას, მასში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 98%. გამგებლის და საფინანსო სამსახურის უფროსის განმატებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2015 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. 
აუდიტორულ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპი-ებში გამოვლინდა ხარვეზები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებელმა განაცხადა, რომ აუდიტორმა უნდა წარმოადგინოს, კონკრეტულად რომელ ა(ა)იპი-ებში იქნა გამოვლენილი ფინანსური ხარვეზები და უზუსტობები. 
მისი განმარტებით, ის ხარვეზები, რაც ,,საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას“ საქმიანობაში გამოვლინდა, გამგეობის შიდა აუდისტის სამსახურის მიერ არის აღმოჩენილი და პროკურატურას აქვს გადაცემული. 
,,მე არ ვცნობ წარმოდგენილ აუდიტორულ აქტს. ამის შესახებ უკვე მივწერე აღნიშნულ, რომ შესაბამისი დასკვნა დაიდოს, სადაც დასაბუთებული იქნება ყველა დეტალი. განმარტებებს კი კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გავაკეთებ“, აღნიშნა გამგებელმა. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გარძელდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია