11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის განცხადება

შიდა აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად. 2015 წელს სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული 4 ა(ა)ი.პ. კერძოდ: ლანჩხუთის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, ა(ა)ი.პ მუნიციპალიტეტის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების სამხატვრო სკოლა“, ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „ სპორტული ცენტრი“ და ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გურია“.
შემოწმების შედეგად არცერთ ორგანიზაციაში, გარდა ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფინანსურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 
რაც შეეხება ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გურიას“ დანაშაული იქნა ჩადენილი კლუბის ფინანსისტ ა. დობორჯგინიძის მიერ, რომელმაც 27.02.2015 წელს 2000 ლარი გადარიცხა დაუდგენელი პიროვნების ანგარიშზე, მასვე მარტის თვეში საკუთარ ანგარიშზე მივლინებისათვის და საქვეანგარიშოდ 2261 ლარი აქვს ჩარიცხული, რაზედაც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ანალოგიურად ჩარიცხული აქვს მის პირად ანგარიშზე თანამშრომლების ხელფასი თანხით 2710 ლარი.
კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მოკვლეული მასალები შემდეგი რეაგირებისათვის გადაცემული აქვს გურიის რეგიონალურ პროკურატურას. კლუბიდან მიღებული ინფორმაციით, დობორჯგინიძის მიერ აღნიშნული თანხები შემოტანილი იქნა კლუბის ანგარიშზე.
შიდა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალების შესაბამისად 2015 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმების აქტების ელექტრონული ვერსია მივაწოდეთ ლანჩხუთის მუნიციპალური ბიუჯეტის აუდიტორული შემოწმების ჩამტარებელ შპს ,,Financial Experets Corporation”-ს, რომელმაც იხელმძღვანელა ამ აქტებით და მოიყვანა მის მიერ შედგენილ აქტში, რომ რაიონის მუნიციპალიტეტის დაარსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ადგილი აქვს მნიშვნელოვან ფინანსურ დარღვევებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არ ღებულობს შესაბამის ზომებს, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. რადგან ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას’’ შემთხვევაში გატარებულია მკაცრი ზომები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია