11 | 12 | 2018

სახალხო დღესასწაულ „ლელოს“ განრიგი

1. 12 საათი - შუხუთის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მოეწყობა ლანჩხუთის სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

2. 12-13 საათი - შუხუთის საჯარო სკოლის მოედანზე ჩატარდება ფინალური შეხვედრა და დაჯილდოება ფეხბურთში;

3. 13-14 საათი - შუხუთის ცენტრში წინასწარ მომზადებულ საჭიდაო მოედანზე დაიწყება შეჯიბრება ჭიდაობაში;

4. 14 სთ.-14.30 წთ. - სოფლის ცენტრში წინასწარ მომზადებულ მაგიდებზე გაიმართება შეჯიბრება მკლავჭიდში;
5. 14.30 წთ- 15 საათი - შუხუთის საჯარო სკოლის წინ გაიმართება შეჯიბრება ზემო და ქვემო შუხუთს შორის ბაგირის გადაზიდვაში;

6. 15-17 საათი - ფერმერთა სახლის ეზოში წინასწარ მომზადებულ მაგიდებთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით დაგეგმილია სტუმრების მიღება-გამასპინძლება;

7. 17 საათი - ლელობურთის დაწყება

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია