19 | 12 | 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხების განხილვამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ განცხადება გააკეთა საკრებულოს ახალი ფრაქციის ,,ქალები პოლიტიკაში“ შექმნის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ახალ ფრაქციას წარმატებები უსურვეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . აღნიშნული საკითხის ირგვლივ მოხსენება გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ გააკეთა.
ღრმაღელეში (წყალწმინდა), ჯურუყვეთში, მამათში, ნიგვზიანში და ნინოშვილში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უზურფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ა(ა)იპ,,ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრს“ მისთვის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ნუსხიდან და გეგმიდან ამოღებულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება. კერძოდ, ქ. ლანჩხუთში კვირკველიას ქ.N16-ში მდებარე 103 და 202 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები) უსასყიდლოდ უზურფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრს“ და ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლას“ ფუნქციების განსახორციელებლად.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , საკითხის ირგვლივ საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლასხიამ ისაუბრა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის N1381 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე გაფორმებული მრავალწლიანი პროექტების ხელშეკრულების თანახმად 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%-ს დაკავებული იქნა საგარანტიო თანხა 93539 ლარი და 50 თეთრი სამუშაოების დასრულებამდე, კერძოდ: აკეთის ადმისნიტრაციულ ერთეულში მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე 54053 ლარი, აცანის ადმინისტრაციული ერთეულში შენობის უკანა მხარეს დამეწყრილი მონაკვეთისა და ამ მონაკვეთზე არსებული საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 39480,50 ლარი. ვინაიდან სამუშაოები სრულდება მიმდინარე წელს დაკავებული თანხა უნდა მიიმართოს 2016 წლის ბიუჯეტში ხარჯვით ნაწილში 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის ხარჯზე.
საქართველოს ფეხბურთის განვიათრების ფონდის წერილის თანახმად ა(ა)იპ გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო და ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის დაფინანსებები განხორციელდება არა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ არამედ ისევ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება. შპს ლანჩხუთს შეუმცირდეს დაფინასება 100000 ლარით და შემცირების ხარჯზე გაიზარდოს ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურიას დაფინასება ძველი დავალიანებების დასაფარავად 100000 ლარი.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასებისა და დამტკიცების შესახებ“ “ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმოადგინა. აღნიშნულ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია