10 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს

 

✔ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება, რის შემდეგაც, 2 900 ჰექტარ მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლის მოცილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. პროექტის ღირებულება 1 272 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია