19 | 12 | 2018

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ. საერთაშორისო ასოციაციაციის ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ მიერ აღნიშნული დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 ბენეფიციარს გაეწევა.
ჯურუყვეთში მცხოვრებ შუქრი ჭყონიას სტანდარტული ეტლი გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გადასცა. მათთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: ალექსანდრე მახათაძე და გიორგი ჩახვაძე იმყოფებოდნენ.
შუქრის დედამ, ქალბატონმა ლალიმ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დახმარებისა და თანადგომისათვის.
ეტლი ასევე 9 წლის დავით გოგუასაც გადაეცა, რომელიც განსაკუთრებულ მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს. მხარის გუბერნატორმა ოჯახს დახმარება აღუთქვა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია