10 | 12 | 2018

ლელობურთი

1 მაისს შუხუთში სახალხო დღესასწაული „ლელო“ გაიმართა. დილიდან გამგეობის სოციალურ საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სოფლის ცენტრში შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაზიდვა, მკლავჭიდი) ჩატარდა. ამავე დროს ადმინისტრაციული შენობის ეზოში სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 
იქვე გაიშალა სუფრაც და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინა. 17 საათზე კი ტრადიციულად ლელო ბურთი გაჩაღდა. ბურთი შუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა საბამ აკურთხა და მობურთალებს გადაულოცა. გამარჯვება ამჯერად „ქვემოურებს“ ხვდა წილად.
სახალხო დღესასწაულს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია