11 | 12 | 2018

წითელი ჯვრისა და მუჰამედ ამირ ბასლაჰლოს საჩუქარი ბაღებს

ლანჩხუთში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა არაბ ქველმოქმედ ბიზნესმენთან, მუჰამედ ამირ ბასლაჰლოსთან ერთად ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში სათამაშოები დაარიგეს.
როგორც "წითელი ჯვრის" თავმჯდომარემ, ნატო ჟორდანიამ განაცხადა, ბატონი ამირი უკვე წლებია საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
"ამჟამად შევარჩიეთ ლანჩხუთის საბავშვო ბაღები, განსაკუთრებით აქცენტი სოფლებზე ავიღეთ. ბავშვების სიხარული გადამდებია და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დღეს პატარები გავახარეთ" - განაცხადა ქალბატონმა ნატომ.
საჩუქრები გადაეცათ ნიგვზიანის, ჯურუყვეთის და ლესის საბავშვო ბაღებს.
"წითელ ჯვართან" ერთად საბავშვო ბაღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია