14 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძე სადღესასწაულო წირვას დაესწრო

6 მაისს ნიგვზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
წირვა შემოქმედის ეპისკოპოსმა, მეუფე იოსებმა აღავლინა. სადღესასწაულო წირვას შემოქმედის ეპარქიის მღვდელთმსახურნი და მრევლი ესწრებოდა.
წირვას დაესწო მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
მეუფე იოსებმა მრევლი დალოცა და აღნიშნა:- მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. ის ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს აქ რეზიდენციისა და კელიების მშენებლობას.
წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა _ასე თვლიან ქართველები. ალბათ, ამიტომაც გიორგობა საქართველოში ორჯერ - 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია