10 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძემ სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

6 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სკვერში დაიწყო ქვაფენილის დაგება. რამდენიმე ადგილზე უკვე გაკეთებულია პანდუსი. ქვაფენილის დაგება სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება და დაიწყება შადრევნის კეთილმოწყობის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის მთლიან კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მისი ღირებულება 708 888 ლარია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია