21 | 11 | 2017

ზენაიშვილის ქუჩაზე 370 მეტრის ასფალტი იგება

5 მაისს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად ზენაიშვილსა და კუპრეიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ქალაქ ლანჩხუთში, ზენაიშვილის ქუჩაზე 370 მეტრის ასფალტი იგება. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს.
საერთოდ, ასფლატი ქალაქ ლანჩხუთის ექვს ქუჩაზე იგება. პროექტის საერთო ღირებულებაა 418 487 ლარი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ასფალტი იგება შემდეგ ქუჩებზე: კუპრეიშვილი, ზენაიშვილი, გურიის, ცინცაძის, მუსხელიშვილისა და მდინარაძის ქუჩებზე. 
ასევე ქალაქის რვა ქუჩაზე: ჩაჩავა, ხოფერია, ჭავჭავაძე, ბესიკი, წულაძე, გვარჯალაძე, გორგასალი, მშვიდობის ქუჩები - მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის გაყვანა სიგრძის 4500 მეტრი. სამუშაოებს აქაც შპს „სამკუთხედი“ ასრულებს, ხოლო ღირებულება 381 861 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოშია გათვალისწინებული.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა