11 | 12 | 2018

როგორ აღნიშნეს 9 მაისი ლანჩხუთში

9 მაისს ლანჩხუთში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა.
ომის ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელმა, შოთა ფირცხალაიშვილმა და მოქალაქეებმა თავდაპირველად გვირგვინით შეამკეს ქალაქ ლანჩხუთში სტალინის ბიუსტი, გაიხსენეს ომში დაღუპული მეგობრები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
სტალინის ბიუსტთან მათ სიტყვით მიმართა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილმა და შემდეგ ქირურგმა მალხაზ მირცხულავამ. 
ვეტერანებმა ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალიც გვირგვინით შეამკეს. 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ვეტერანებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქრად 200-200 ლარი მიიღეს. ხოლო მთავრობისაგან მათ პირად ანგარიშზე 9 მაისსვე უკვე დაირცხული იყო 600-600 ლარი. 
ფაშიზმზე გამარჯვების დღე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძემ, საკრებულოს დეპუტატმა, ია ჩხაიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ჩიბათში მცხოვრებ 93 წლის მარგალიტა მარგალიტაძეს მიულოცეს. 
ლანჩხუთში ამჟამად მეორე მსოფლიიო ომის მონაწილე სულ 15 ვეტერანი ცხოვრობს. 
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად ლანჩხუთის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ვეტერანები ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმში ამავე მუზეუმის ხელმძღვანელმა, მაია ჩხაიძემ მიიწვია. დღე საზეიმო ვახშმით დასრულდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია