14 | 12 | 2018

წყალწმინდაში ტაძრის დღესასწაული აღინიშნა


18 მაისს წყალწმინდის წმინდა ირინეს სახელობის ტაძარში ტაძრის დღესასწაული და ამავედროს წმინდა ირინეს ხსენების დღე აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა არქიმანდიტრმა ანდრიამ და ლანჩხუთში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებმა აღავლინეს.
წმინდა ირინეს ხსენების დღე მიულოცა ტაძრის წინამძღვარმა იღუმენმა ზაბულონ ხუბუკელაშვილმა მრევლს .
წმინდა დიდმოწამე ირინეს ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია წმინდანთა ცხოვრებებს შორის. ქრისტეს სარწმუნოებაზე მისი საოცარი მოქცევა, ტანჯვა, რომელიც მან ქრისტესთვის დაითმინა, უამრავი ხალხი რომელიც მან ქრისტესთან მიიყვანა-ყოველივე ეს ადამიანზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
წირვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის მრჩეველი მარინა კეიდია, საკრებულოს დეპუტატი თემურ მარშანიშვილი ესწრებოდნენ.
საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია