11 | 12 | 2018

ეგნატე ნინოშვილის სახელ-მუზეუმში მუზეუმების დღე აღინიშნა

18 მაისს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებას, რომელიც მუზეუმის თანამშრომლებმა ღია ცის ქვეშ ჩაატარეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ნიგვზიანის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი (წულაძე) ესწრებოდნენ.
დღე თემატურად დატვირთული იყო და ის სოფლებში გაბნეულ მარგალიტებს მიეძღვნა, ადამიანებს, რომლებმაც ფოლკლორი შემოგვინახეს.
მუზეუმის თანამშრომლებმა გაიხსენეს თითოეული მათგანი, წაგვიკითხეს სახალხო მთქმელების ლექსები. ისაუბრეს იმ მასალებზე, რომელიც უშუალოდ მუზეუმშია დაცული.
იქვე ფანჩატურში გურულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ კულტურის ცენტრის ვაჟთა და ქალთა ტრიო.
ღონისძიების დასასრულს მუზეუმის თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მათი თხოვნა ყურად იღეს და მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა მუზეუმში ახალი ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა.
"წლებია ეს პრობლემა გვაწუხებს, მაგრამ არავინ დაგვხმარებია. ახლა კი მადლობა ყველას, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დღეს ასეთი კარგი ადმინისტრაციული შენობა გვაქვს. მუზეუმში კიდევ ბევრი რამაა შესაკათებელი, იმედს ვიტოვებთ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება და მოგვარდება" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ავთო გოგიჩაიშვილმა.
სტუმრებმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს ასეთი საინტერესო და გულთბილი მიღებისთვის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია