21 | 11 | 2017

გამგებელმა ხელოვნურსაფრიანი სტადიონები დაათვალიერა

19 მაისს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურსაფრიანი სტადიონები დაათვალიერა.

ჟორდანიასა და იმედო დუნდუას სახელობის სტადიონები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, ორივე სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
აღნიშნულ ხელოვნურსაფრიან სტადიონებზე რეგიონული და ადგილობრივი ტურნირები პერიოდულად ჩატარდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა