- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 23 მაისი 2016 17:00
21 მაისს სპორტის სასახლეში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც 2015-2016 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოციალურ საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით თბილისში ლანჩხუთელი ეტალონი მოსწავლე ჭანჭათის საჯარო (საბაზო) სკოლის მოსწავლე სოფიო ნაკაშიძე გულშემატკივრებთან ერთად იმყოფებოდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული, საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ანრი ფაღავა გახდა.
