19 | 12 | 2018

ფრაქციის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ ინიცირებული საკითხები ფრაქციას ამავე სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში ცვლილებები შევიდა, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დანართ N1- ში სამი ობიექტის დამატებამ განაპირობა: ეს გახლავთ სოფელ აკეთში ორი მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით და ასევე ლესაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი მასზე განთავსებული ნაგებობით. 
ასევე ცვლილება განაპირობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის გზით ორი პრივატიზირებული ობიექტის ქ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. N126-ის მიმდებარედ არსებული 56 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ჟორდანიას ქ. N74-ის მიმდებარედ არსებული 82 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 59,8 კვ.მ. შენობა ნაგებობების ამოღებამ საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხიდან და გეგმიდან.
ფრაქციამ განიხილა საკითხები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. კერძოდ, ქ.ლანჩხუთში ნინოშვილის ქ.№9-ში მდებარე უძრავი ქონების, (შენობა-ნაგებობა 146 კვ.მ 5200 ლარის ღირებულებით, მიწის ნაკვეთი 576 კვ.მ 5760 ლარის ღირებულებით) ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბზე“ სარგებლობის უფლებით გადაცემას; სოფელ ნიგოითში 9505.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა“-სთვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას; აკეთში არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 32.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით მოქალაქე, გოჩა ღლონტისთვის გადაცემას პურის საცხობის მოწყობის მიზნით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია