14 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

20 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ამავე სამსახურის უფროსისგან, თამარ ფირცხალაიშვილისგან მოისმინეს. მოწვეული გახლდათ ასევე სპორტისა და განათლების და კულტურის განყოფილებების უფროსები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლისათვის“, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“, საკითხი გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. საკითხი გულისხმობს სოფელ ნიგოითში 9505.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა“-სთვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას.
აღნიშნულ სხდომაზე, კომისიის მიერ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „ბავშვთა საფეხბურთო სკოლიაში“ ჩატარებული გეგმიური მონიტორინგის შედეგები განხილეს.
კომისიამ ა(ა)იპ-ებში მონიტორინგი გასულ კვირას განახორციელა, რომლის მიზანი აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემების კვლევა და არსებული ვითარების გაუმჯობესება გახლდათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია