14 | 12 | 2018

,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" სხდომა გაიმართა

20 მაისს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ გააცნო დამსწრეებს.
საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში შესულ ცვლილებებს შეეხება, ფრაქციას გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილების პროქტი განაპირობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დანართ N1- ში სამი ობიექტის დამატებამ: 1. სოფელ აკეთში მდებარე 54.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 34,2 კვ.მ. შენობა ნაგებობა. 
2. სოფელ აკეთში მდებარე 1074 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა ნაგებობები საერთო ფართით 37,2. კვ.მ. 
3. სოფელ ლესაში მდებარე 1523.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 807,5 კვ.მ. N1 შენობა ნაგებობა. 
ასევე ცვლილება განაპირობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის გზით ორი პრივატიზირებული ობიექტის ქ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. N126-ის მიმდებარედ არსებული 56 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ჟორდანიას ქ. N74-ის მიმდებარედ არსებული 82 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 59,8 კვ.მ. შენობა ნაგებობების ამოღებამ საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხიდან და გეგმიდან.
ფრაქციამ განიხილა საკითხები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. კერძოდ, ქ.ლანჩხუთში ნინოშვილის ქ.№9-ში მდებარე ,,მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი“-ს ყოფილი უძრავი ქონების, (შენობა-ნაგებობა 146 კვ.მ 5200 ლარის ღირებულებით, მიწის ნაკვეთი 576 კვ.მ 5760 ლარის ღირებულებით) ამჟამად რეგისტრირებულ ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბზე“ სარგებლობის უფლებით გადაცემას; სოფელ ნიგოითში 9505.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა“-სთვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას; აკეთში არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 32.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით მოქალაქე, გოჩა ღლონტისთვის გადაცემას პურის საცხობის მოწყობის მიზნით. 
საკითხი ,,სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლისთვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული რუსლან წულაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ფრაქციამ დადებითად შეაფასა.
ფრაქციის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საკითხები განიხილეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია