19 | 12 | 2018

ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

20 მაისს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიამ განიხილა საკითხები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. კერძოდ, ქ.ლანჩხუთში ნინოშვილის ქ.№9-ში მდებარე ,,მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი“-ს ყოფილი უძრავი ქონების, (შენობა-ნაგებობა 146 კვ.მ 5200 ლარის ღირებულებით, მიწის ნაკვეთი 576 კვ.მ 5760 ლარის ღირებულებით) ამჟამად რეგისტრირებულ ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბზე“ სარგებლობის უფლებით გადაცემას; სოფელ ნიგოითში 9505.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე N2 შენობა-ნაგებობის ა(ა)იპ „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა“-სთვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას; აკეთში არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 32.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით მოქალაქე, გოჩა ღლონტისთვის გადაცემას. აღნიშნული პიროვნება გახლავთ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული და მისივე განმარტებით ზემოაღნიშნულშ შენობაში გეგმავს პურის საცხობის მოწყობას, რომელიც ესაჭიროება მოსახლეობას. 
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საკითხები განიხილეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია