11 | 12 | 2018

ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

19 მაისს, გამართულ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, საკითხი განიხილეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი კომისიის სხდომას გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამგააცნო. მისი თქმით, სამსახურმა მიიღო ,,ლანჩხუთის რაიონის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი“-ს თავმჯდომარის ნესტორ მგელაძის განცხადება, სადაც დასმულია საკითხი ქ.ლანჩხუთში ნინოშვილის ქ.№9-ში მდებარე ,,მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი“-ს ყოფილი უძრავი ქონების, (შენობა-ნაგებობა 146 კვ.მ 5200 ლარის ღირებულებით, მიწის ნაკვეთი 576 კვ.მ 5760 ლარის ღირებულებით) ამჟამად რეგისტრირებულ ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბზე“ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 
სხდომას ასევე ესწრებოდა ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის“ თავმჯდომარე, მან კომისიას გააცნო სამომავლო გეგმები და ხედვა პერსპექტივაში კლუბის სამომავლო განვითარების თაობაზე. 
სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 
აღნიშნული საკითხი კომისიამ დადებითად შეაფასა და წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია