11 | 12 | 2018

ჩიბათში სახალხო დღესასწაული "ჩიბათობა" აღინიშნა

23 მაისს ჩიბათში სახალხო დღესასწაული "ჩიბათობა" აღინიშნა.
დღესასწაული უკვე მეხუთე წელია იმართება. სოფელში დილით სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვა აღევლინა, 23 მაისი ხომ სვიმეონ კანანელის ხსენების დღეა.
დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩიბათის კულტურის სახლში ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა სიმღერის გოგონათა და ვაჟთა ანსამბლებმა ქართული სიმღერები შეასრულეს, მაყურებელი ასევე ქართული ხალხური ცეკვებითაც მოიხიბლა.
კონცერტის შემდეგ სტუმრებსა და მასპინძლებს სკვერში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ, ამჯერად ღია ცის ქვეშ მათთვის იმღერა ადგილობრივმა რეპერმა ვახო ჯორბენაძემ.
საღამოს დასასრულს გაიმართა შეჯიბრი სხვადასხვა სპორტულ სახეობაში: ცხენოსნობაში, ფრენბურთსა და ფეხბურთში.
სპროტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებმა მედლები და თასები გადასცეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია